მსოფლიო
რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა
რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“დაიმახსოვრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, წლების განმავლობაში მასთან შედარებით მცირე მოცულობის ვაჭრობა გვქონდა, რადგან მათ საბაჟო ტარიფები ზედმეტად მაღალი აქვთ — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი — და ასევე აქვთ ყველაზე მკაცრი და უაღრესად შემაწუხებელი არამონეტარული სავაჭრო ბარიერები სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით. გარდა ამისა, ისინი სამხედრო აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს ყოველთვის რუსეთიდან ყიდულობდნენ და ენერგორესურსების მხრივ რუსეთის ყველაზე დიდი მყიდველები არიან — ჩინეთთან ერთად — იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო სურს, რომ რუსეთმა შეაჩეროს მოკვლები უკრაინაში. ეს ყველაფერი ცუდია!
ამიტომ ინდოეთი, პირველი აგვისტოდან, გადაიხდის 25%-იან ტარიფს, პლუს ჯარიმას ზემოხსენებული მიზეზების გამო,” - წერს ტრამპი.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

