უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 ოქტომბერი, 2017 12:50
font-size

რუსული კვალი - კიევში მომხდარი აფეთქების უკან, შესაძლოა, რამზან კადიროვი იდგეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ კიევში მომხდარი აფეთქების უკან რუსული კვალი იდგას, რადგან უკრაინის სახალხო დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის მკვლელობით ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული.

ინფორმაციას ამის შესახებ 112 Украина შს მინისტრის მრჩევლის, ივან ვარჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს. შემკვეთი ერთია - რუსეთის ფედერაცია. არის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებსაც შეუძლია იმის დადასტურება, რომ კერძოდ, რამზან კადიროვი 2014 წელს პირდაპირ ამბობდა, რომ მოსიიჩუკისა და რამდენიმე მისი კოლეგის მოკვლას აპირებდა. გამოძიება ასევე განიხილავს სხვა ვერსიებსაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი გვაქვს, რომ რუსული შეკვეთის ვერსია ჩავთვალოთ პრიორიტეტულად. არ გამოვრიცხავ, რომ შემსრულებლები საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ვარჩენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ კიევში, სოლომენსკის რაიონში არხ ესპრესო ტვ-ის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

კადიროვისა და მოსიიჩუკის დაპირისპირება 2014 წელს დაიწყო. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც უკრაინელი დეპუტატი ამბობს „გაუმარჯოს დამოუკიდებელ იჩქერიას“ და ესვრის კადიროვის პორტრეტს. ამის შემდეგ ჩეჩნეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ „მოსიიჩუკს მოკლავენ, თუკი მივაგნებთ“.

ანა მებურიშვილი

ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი დააკავეს

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

იაპონიაში ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი დააკავეს. კარლოს გონს შემოსავლების მიზანმიმართულად არასწორ წარდგენას ედავებიან. კომპანიაში ჩატარებული შიდა შემოწმების შედეგად გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა. გარდა ამისა, ის  ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა. ნეთანიაჰუს

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სავოიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მძღოლს თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, როცა 50-მა დემონსტანტმა მას გზა გადაუკეტ

CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სი

71 დაღუპული, 1000-ზე მეტი დაკარგული - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ჯერ კიდევ ვერ აქრობენ

17 ნოემბერი, 2018 , 11:26

აშშ-ში, კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრებს სულ მცირე 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1011   კი დაკარგულად ითვლება. წინა მონაცემებით, დაკარგულად 631 ადამიანი მიიჩნეოდა, ხოლო დაღუპულად - 63. ერთ-ერთი ოლქის შ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`