მსოფლიო
რუსული კვალი ტრამპის ადმინისტრაციაში - აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი პუტინის გარემოცვასთან კავშირში გამოიჭირეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მორიგ სკანდალში გაეხვა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ოფშორული იმპერიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, აღმოაჩინეს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, უილბურ როსის კავშირი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებთან, რომლებსაც შეეხო ამერიკული სანქციები.
ჟურნალისტების მიერ გასაჯაროებული ოფშორული დოკუმენტები „სამოთხის დოკუმენტების“ სახელითაა ცნობილი. ის შეიცავს 13,4 მილიონ დოკუმენტს, რაც მასშტაბით გახმაურებულ „პანამის დოკუმენტებს“ არ ჩამოუვარდება.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს ფინანსური ინტერესები აქვს კომპანია Navigator Holdings-ში, რომელიც, სავარაუდოდ, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს შოულობს ნავთობისა და გაზის ტრანპორტირებით რუსული ენერგეტიკული ფირმა „სიბურისთვის“.
„სიბურის“ ორი უმსხვილესი აქციონერი აშშ-ის სანქციებში მოხვდა. აქციონერებს შორისაა ვლადიმერ პუტინის სავარაუდო სიძე კირილ შამალოვი. ის ფლობს აქციათა 3.9%-ს. თვითონ ფირმისა და შამალოვის მიმართ საქნციები არ გამოყენებულა, მაგრამ სანქციების ქვეშაა შამალოვის მამა.
პუტინის ახლო გარემოცვის წევრები და „სიბურის“ აქციონერები ყოფილან გენადი ტიმჩენკო, რომლის წინააღმდეგ აშშ-მ პერსონალური სანქციები აამოქმედა, და კომპანია „ნოვატეკის“ დამფუძნებელი ლეონიდ მიჰელსონი.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლობის თქმით, უილბურ როსი არასდროს არ შეხვედრია „სიბურის“ რუს აქციონერებს.
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ შემოიღო. დამატებითი სანქციები დაწესდა წინა წელს რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
უილბურ როსი და დონალდ ტრამპი 25 წელზე მეტია, ერთმანეთს იცნობენ. როსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგებაში, რომელიც ეხებოდა ტრამპის გაკოტრებულ კაზინო „თაჯ-მაჰალს“.
ტრამპის ბიოგრაფმა დევიდ კეი ჯონსტონმა ბიბისის უთხრა, რომ „რომ არა უილბურ როსი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა თეთრ სახლში“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

