არქივი
საზოგადოება
რუსული რეჟიმი მაიძულებდა გამეკეთებინა განცხადება, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად - გიორგი ჩიკვაიძე
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, დაკავების შემდეგ, მას რეჟიმი აიძულებდა ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ ცრუ განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ თითქოს საელჩო აძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აშშ-ის სალჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს ჩვენს წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.
რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღამდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენელების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.
გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია.
ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს.
მალე ყველაფერი კარგად იქნება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!"- წერს ჩიკვაიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
19 ნოემბერი, 2025 , 08:47
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47

