სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. მოსამართლე შოთა გეწაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება, რის საფუძველზე არ დააკმაყოფილა ჩაბუქის თხოვნა.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიას მტკიცებულებების სახით Human Rights Watch-ის ანგარიში წარუდგინა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაბუქის საქმეს ეხმაურება. ჩაბუქის ადვოკატის თქმით, იმ მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით ადგილი აქვს თურქეთის რესპუბლიკაში, ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას საფრთხე დაემუქრებოდა.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება. თურქეთი მის ექსტრადირებას მოითხოვს. დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

