უკან

პოლიტიკა

4 აპრილი, 2018 16:55
font-size

საარჩევნო სიების სრულყოფისათვის საკანონმდებლო ცვლილებები გრძელდება

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე თეა წულუკიანმა წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საარჩევნო სიების დასახვეწად მნიშვნელოვანია, არსებობდეს გარდაცვლილი პირების სიიდან ამორიცხვის კიდევ უფრო მოქნილი მექანიზმი, რა მხრივაც დღეს მოქმედ კანონმდებლობას ხარვეზები აქვს.

„ჩვენ 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული გარდაცვლილი ადამიანი აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიაში და ისინი ამოვრიცხეთ სიიდან. რამდენიმე ათეული პირი ამოვრიცხეთ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ მათი გარდაცვალება მოხდა საქართველოს საზღვრებს გარეთ ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ საქართველოს საკონსულოებმა და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვენებისას აღირიცხნენ როგორც გარდაცვალებულნი. ამ მხრივ ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა საბაჟო სამსახურებთან, მაგრამ ეს არის მხოლოდ პრაქტიკა; დღეს კი დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, გადმოსვენების დროს ავტომატურ რეჟიმში აღირიცხოს გარდაცვალება და ასეთი პირები მოიხსნან საარჩევნო სიიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ასეთი პირების აღმოჩენა ჩვენ გვიწევდა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, კარდაკარ ვიზიტების გზით“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გარდაცვლილი პირების საარჩევნო სიიდან ამოღებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ინტენსიურად მუშაობს. პროექტ „საარჩევნო სიის სრულყოფის“ ფარგლებში, გამოვლინდა გარდაცვალების 6 818 ფაქტი, განხორციელდა მათი რეგისტრაცია და შესაბამისი პირები ამოირიცხნენ საარჩევნო სიიდან. 2017 წელს სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა 2015-2017 წლებში საქართველოში გადმოსვენებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია და დაარეგისტრირა საქართველოს 50 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე