უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან - ეკა ბესელია
„საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან“,– ასე შეაფასა ეკა ბესელიამ საქართველოს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შეთავაზება ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
„მისი სტანდარტების მხოლოდ მათ გუნდში არიან და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან“, – განაცხადა ბესელიამ, რომელმაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის დისკუსია გამორიცხა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.