მსოფლიო
სად იყავით აქამდე? - ბინალი ილდირიმი სამხედრო იერიშზე
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა - ბინალი ილდირიმმა კოალიციური ძალების მიერ სირიის მთავრობის ობიექტებზე განხორციელებულ იერიშს მხარი დაუჭირა და „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა.
მისი თქმით, მეტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის დასამყარებლად.
ილდირიმმა დაამატა, რომ სირიაში ომი 7 წელია მიმდინარეობს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე რეაგირება დააგვიანა.
„ჰუმანიზმი მაშინ გაგახსენდათ, როცა ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?“, - იკითხა ილდირიმმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რაიმე მონაწილეობას უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

