მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა
საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
AFP-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი Twitter-ის გვერდზე ლე პენის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მსხვერპლთა ფოტოსურათების გამოქვეყნება გახდა.
ფოტოსურათები ფრანგმა პოლიტიკოსმა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაქვეყნა. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე „დაეშის“ წევრების მიერ თავმოკვეთილი ადამიანია გამოსახული, მეორე სურათზე კი, ცოცხლად დამწვარი ადამიანის ფოტო.
ლე პენი ამბობდა, რომ ის ამ გზით გამოხატავდა პროტესტს იმ პარალელის გამო, რომელსაც მისი ოპონენტები „ეროვნულ ფრონტსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ავლებდნენ.
ფოტოსურათების გამოქვეყნების ფაქტთან დაკავშირებით ლე პენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, გამომძიებლებს ანიჭებს უფლებას, პოლიტიკოსი დაკითხვებზე შეზღუდვების გარეშე დაიბარონ.
ლე პენს ტერორიზმის წაქეზების ბრალდება ემუქრება.
საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ამგვარი ქმედება ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეტითა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდით.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

