მსოფლიო
საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბი რუსეთს კიბერშეტევებში ადანაშაულებს
საფრანგეთის პოლიტიკური მოძრაობის „წინ“ საპრეზიდენტო კანდიდატის ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის განცხადებით, რუსეთი მასზე კიბერშეტევებს ახორციელებს.
პარტიის გენერალური მდივნის რიშარ ფერანის თქმით, რუსული მედიასაშუალებები, კერძოდ Russia Today და Sputnik-ი, ცრუინფორმაციას ავრცელებენ მაკრონზე. შტაბში აცხადებენ, რომ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის საიტზე და მონაცემთა ბაზებზე კიბერშეტევები რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.
მოძრაობის „წინ“ გენერალუმა მდივანმა მიმართა საფრანგეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების დემოკრატიულობა და ახსენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევა, რომელიც სადაზღვერვო სამსახურმა დაადასტურა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართება 2017 წლის 23 აპრილსა და 7 მაისს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

