უკან

საზოგადოება

21 მარტი, 2020 17:57
font-size

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ნაწილი შეუფერხებლად გაგრძელდება - ნათია თურნავა

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის 10-კაციანი შეკრებების განმარტებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ზომების მიღებას, რათა ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ.
ნათია თურნავას განმარტებით, როგორც მოსახლეობისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე შეჩერებულია სარესტორნე ბიზნესი, რაც გულისხმობს მათი მუშაობის შეზღუდვას საკუთარ ფართებში, თუმცა მოსახლეობას რესტორნებისა და კაფე-ბარების მომსახურებით ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლია ისარგებლოს. გარდა ამისა, შეზღუდულია საცალო ვაჭრობა არასასურსათო მაღაზიებისთვის, რომელთა საქმიანობაც ასევე ელექტრონული ვაჭრობით არის ნებადართული.

„შესაბამისად, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება სასურსათო-საცალო ვაჭრობას და მაღაზიებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მათ ეძლევათ მითითება, მაქსიმალურად დაიცვან ყველა აუცილებელი ზომა, რაც რეკომენდირებულია მედიკოსების მიერ - ეს არის სადეზინფექციო საშუალებების აქტიურად გამოყენება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მომხმარებლების დისტანცირება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენმა სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს ეს პროცესი და სპეციალური მონიშვნები კეთდება, რა დისტანცია უნდა დაიცვან მომხმარებლებმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს და სურსათის მარაგები საკმარისია. მისივე განცხადებით, ამიტომ სასურსათო საქონელზე რაიმე სახის აჟიოტაჟური მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ასეთი ქცევა არასწორი რეაქცია იქნება და ამის აუცილებლობა არ არსებობს. ყველაფერი, რაც კეთდება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, დაიცვან დისტანცია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ეპიდემიის პრევენცია მოვახდინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე