უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

საია მცხეთის #41 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც ძალაში დარჩა მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის უკანონო გადაწყვეტილება წეროვანის #41 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.

საუბარია 2016 წლის 30 ოქტომბერს მცხეთის 41 (წეროვანის დასახლება) უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ 43 ბიულეტენის ბათილად ცნობას.

მოგვიანებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სავარაუდოდ, ამავე უბანზე ხმის დათვლის პროცესში გადაღებული ვიდეო, საიდანაც საიას ინფორმაციით, ირკვევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილი ხმები გააბათილა და ბათილ ბიულეტენებს მიათვალა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ მიღებული 16 ბიულეტენი.

,,ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ბადებდა ეჭვს, რომ აღნიშნულ უბანზე შესაძლოა ბიულეტენების ბათილად ცნობა მომხდარიყო განზრახ არასწორად, ჩვენ საჩივარი წარვადგინეთ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ამ უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოვითხოვეთ.

2016 წლის 2 ნოემბერს მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ განუხილველად დატოვა საიას საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაციას უბანზე ამავე დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარდგენილი არ ჰქონდა. საიამ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საარჩევნო კომისიის არგუმენტები გაიზიარა.

საია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ არასწორ პრაქტიკაზე, რომელსაც ჩვენ დაკვირვებით, საპარლამენტო არჩევნებზე დავების განხილვისას საოლქო საარჩევნო კომისიები და სასამართლოები მიმართავენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი მიდგომა არა კანონიერების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიები უდავო და ზოგჯერ ერთადერთ მტკიცებულებად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა - განმარტებებს მიიჩნევენ, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ახსნა-განმარტება შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობასთან დაკავშირებით უკანონო არგუმენტაციას ეფუძნება.

მოცემულ შემთხვევაში, წეროვანის #41 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საოლქო კომისიაში მოგვიანებით დაწერილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიამ ვიდეოში ნახსენები სადავო 16 ბიულეტენი დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის სასარგებლოდ მიიჩნია ისე, რომ მას არ შეუმოწმებია ბათილი ბიულეტენების სისწორე და არ გადაუთვლია ისინი, რითაც საოლქო კომისიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნები’’, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა