უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:18პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:08მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს - მოსამართლე გიორგი გელაშვილი
არქივი
საზოგადოება
სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო მოინახულა
2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა და მისი რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
სახალხო დამცველმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მონიტორინგი მიმდინარე წლის 5 მარტს ჩაატარა, როდესაც არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემო პაციენტებისთვის ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებად შეაფასა.
საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა.
მარტის მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების, მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების და მედიის განსაკუთრებული აქტივობის შედეგად – დღეს დაწესებულებას ახალი მენეჯმენტი ყავს, რომელიც არსებული ბიუჯეტის ფარგლებშიც კი ახორციელებს ძირეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს.
„ჩემი ვიზიტის მიზანია იმის ნახვა, თუ რა ვითარებაა, რა გაკეთდა, მოვისმინე ასევე სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება წარმატებული მაგალითი იქნება, რომ მონდომების, ყურადღებისა და არსებული თანხის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგება. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო სამინისტროს მხრიდანაც მსგავსი ტიპის დაწესებულებების მიმართ.
მიხარია, რომ ჩვენს აქტიურობას, ასევე მედიის აქტიურობას რეალური შედეგი მოყვა. შედარებაც არ შეიძლება იმ პირობებთან რაც იყო. თუმცა, არც სხვა დაწესებულებებში არის კარგი მდგომარეობა და მე პირადად გავაგრძელებ სხვა დაწესებულებების მონიტორინგს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.
სახალხო დამცველი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს და ამ მიზნით ნინო ლომჯარია დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


