უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 17:10
font-size

სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში - გიორგი კვირიკაშვილი

სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკთან, ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში გაწეული სამუშაოსთვის.

,,სამწუხაროდ, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ ამ უბედურების გამო. ეს უბედური შემთხვევები ადამიანებმა დაუკავშირეს ახალი ნარკოკანონმდებლობის მიღებას, რაც აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის.

იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე არსებული უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასრულებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცვლილებები ერთი მხრივ გათვლილი იქნება იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო კონკრეტული და მკაფიოდ გასაგები გარემო შექმნას მოხმარებასთან დაკავშირებით: რა დოზებია, რაც მოხმარებას უკავშირდება, რომელი დოზები ითვლება უკვე რეალიზაციად, როგორ დგინდება რეალიზაციის ფაქტები, რა მექანიზმებს შექმნის სახელმწიფო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ა.შ. რა თქმა უნდა, მომხმარებლების, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს უბედურება და სენი სჭირთ, სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო უნდა იყოს მტკიცე რეალიზატორებთან მიმართებაში. ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ნარკორეალიზატორებს, რომ ამას ვერასოდეს შევეგუებით.

მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ჯერ ეს საბედისწერო ნაბიჯი არ გადაუდგამს - ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს. არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით. ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ