არქივი
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული საკითხი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს - ბორის სილევიჩი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარის ბორის სილევიჩის განცხადებით, მას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის მიერ მომზადებული პროექტი ჯერ არ მიუღია, შესაბამისად არც ანგარიშია განხილული.
ამასთან, როგორც სილევიჩმა განაცხადა, საერთო ჯამში იგი საკონსტიტუციო ცვლილებებთან განვითარებულ მოვლენებს დადებითად აფასებს, თუმცა გამოყოფს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან განიხილავს.
„ჩვენ მხოლოდ ინფორმაცია მივიღეთ, ასე რომ დოკუმენტი და ანგარიში არ განგვიხილავს. თუმცა, უახლოეს მომავალში დავწერ მოხსენებას იმის შესახებ, თუ რა ვნახეთ და რა მოვისმინეთ. საერთო ჯამში საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით განვითარებულ პროცესებს პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა, შეშფოთებას იწვევს რამდენიმე საკითხი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ამ საკითხებს საქართველოს მთავრობის წევრებთან განვიხილავთ. საქართველოში საარჩევნო სისტემის მოდელი განსხვავდება ევროპული ქვეყნების საარჩევნო სისტემისგან. საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების გამო იქმნება სირთულეებიც. მაგალითად, მთავრობის ფორმირებისას“,-აღნიშნა სილევიჩმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

