არქივი
პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოებასთან სასაუბროდ ჩვენ მზად ვართ - ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოებასთან სასაუბროდ ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გახსნილი ვართ და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოებასთან სასაუბროდ კომისიის წევრები მზად არიან.
"პრეზიდენტს წარვუდგინეთ ჩვენი შეთავაზება და ახლა ველოდებით პასუხს. საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს ზუსტად იმას, რომ საზოგადოებასთან სხვადასხვა პოზიციები განვიხილოთ. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში. განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებასთან ერთად განვიხილოთ. ჩვენ ამისთვის ვართ გახსნილი და იმედია, იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც. ჩვენ მზად ვართ ხალხთან კონსტრუქციული საუბრისთვის. ჩვენი პოზიციები არის მყარი და არ გვეშინია ასეთი განხილვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

