უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2026 13:25
font-size

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.

„თავისუფლება შეტევაში: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“ Renew Europeis - ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. ფორუმზე თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეძღვნება. პანელის მონაწილეები იქნებიან: ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჯე შააკე და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელი.

დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ევროკავშირისა და NATO-ს საკითხებში უფროსი კორესპონდენტი ტერი შულცი. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და

ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 12:57

ვენეციის კომისია პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა, ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო და ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა ,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე