პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის თვითმარქვია ექსპრეზიდენტი, რომელიც დადის შტანდარტით. საზღვარგარეთაც თუ დააქვს, არც ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს ხოლმე. ამ შტანდარტით დადის. ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. საერთოდ, კომიკური მდგომარეობაა. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, ალბათ, ერთი ფილმი უნდა გადაიღონ ამაზე, როგორ ზის საქართველოში ადამიანი და ამბობს, რომ პრეზიდენტია. სხვათა შორის, კახელებმა იციან ეს ისტორია, ადამიანმა თავი როგორ გამოაცხადა მეფედ. პრეფექტების პერიოდი იყო და თავი გამოაცხადა: მეფე ვარო… ვეზირები ჰყავდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, აბსურდია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურად აღიარებენ.
„არათუ აბსურდთან, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით. სინამდვილეში, ამაზე უნდა გვეცინებოდეს, მაგრამ როგორ გაიცინებ, როდესაც ხედავ, რომ ევროპაში არსებობს ხალხი, ვამბობთ, რომ ამ ოჯახის წევრი გვინდა ვიყოთ, იმ ოჯახიდან გამოდიან ადამიანები და ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი აი, ამ აბსურდს ვუყურებთ. „ჰოლივუდის“ თუ არა, „ბოლივუდის“ ფილმი ნამდვილად მოუხდებოდა ამ მდგომარეობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი
6 თებერვალი, 2026 , 16:46
დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
6 თებერვალი, 2026 , 14:41
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29


