უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2024 12:51
font-size

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართოს. ამის შესახებ პრზიდენტმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.

დღეს, დღის განმავლობაშიც დედაქალაქის მასშტაბით, ათზე მეტი საპროტესტო აქტივობა და მარშია დაგეგმილი. პროტესტი პარლამენტთან კი ტრადიციულად 19:00 საათზე არის ჩანიშნული.

დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

ცნობისთვის, მასშტაბური პროტესტი "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 19:22

„ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქ

მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 19:12

სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველამ ერთად კიდევ ერთხე

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ - მარკო მიხელსონი

21 დეკემბერი, 2024 , 13:11

ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ, - ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს. „პირველ რიგში, ქართვე

ეუთო/ოდირმა ოპოზიციის ხუთი მთავარი ტყუილი ამხილა - შალვა პაპუაშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 13:01

ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის ძირითადი დასკვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება „ქართული ოცნების“ შეფასებებსა და კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 10:56

არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ, ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია, &ndas

ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს, ეს არის დემოკრატიული გამოსავალი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ამ არჩევნებმა ჩააგდო საქართველო - სალომე ზურაბიშვილი

21 დეკემბერი, 2024 , 08:49

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშს ეხმაურება. „კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება ნიშნავს ახალ არჩევნებს. ეს არის დემოკრატიული გამოსავალი იმ ღ