უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2018 15:00
font-size

სამგორის რაიონის გამგებელი ენმ-ს ბრალდებას პასუხობს

თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს.

ოპოზიციური პარტიის ინფორმაციით, გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს თავად სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე და აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის მუხლით აღიძრა, კონფლიქტის დროს არ მომხდარა არც ქონებრივი და არც ფიზიკური დაზიანება.

„სამი წლის წინ, მარტში, პარკირების დროს მოხდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, ერთ-ერთი მცხოვრებლის სიძის მანქანა იყო გაჩერებული. ამ კონფლიქტში არ მომხდარა არც ქონებრივი, არც ფიზიკური დაზიანება და ეს პიროვნება ადგა და საჩივარი შეიტანა. ეს არის მუქარის მუხლი, ჩვეულებრივი მუქარაა. შენიშვნა მივეცი მანქანაზე, ნუ გააჩერებ მეთქი, ეს ფაქტი ერთხელ, ორჯერ განმეორდა, მესამეჯერ შენიშვნა მივეცი და ამაზე ადამიანი შეშინდა და იჩივლა,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

თავის მხრივ, ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა.

„სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვა ერთი წელია შეუძლებელი გახდა და ძნელია დაადგინო, თუ რომელი მუხლით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ფაქტია ის, რომ აღძრულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ გამგებლის მიმართ. გაასაჯაროონ რა საქმეზე მიმდინარეობს, ამასთანავე აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ