მსოფლიო
სამი დღის წინ შევხდი - მიხეილ სააკაშვილი ჩერკასელი დეპუტატის მკვლელობას გამოეხმაურა
28 სექტემბერს უკრაინაში ქალაქ ჩერკასების საკრებულოს დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. ამ ფაქტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ის ბინუსოვს სამი დღის წინ შეხვდა.
„სამი დღის წინ საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალაქ ჩერკასების საკრებულოში შემავალი ფრაქციების ლიდერებთან. შეხვედრაზე იყო ჩემი სეხნიაც, მიხაილ ბინუსოვი უკროპიდან. ის წუწუნებდა, რომ ჩერკასები ბანდიტებმა დაიპყრეს და ამბობდა, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ მათ წინააღმდეგ, თორემ საქმე ცუდად იქნება.
გუშინ საღამოს გავიგე, რომ ის მის სახლთან უცნობებმა ავტომატით ჩაცხრილეს. მიშას პატარა ბავშვი დარჩა. მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო მერს, ჩერკასების საკრებულოსა და ყველა ჩერკასელს. ჩვენ ის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისკენაც ბინუსოვი მოგვიწოდებდა - გავერთიანდეთ ადამიანური სიცოცხლის გადასარჩენად უკანონობისა და ქაოსის წინაღმდეგ“, -დაწერა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
დავაფასე კოლუმბიის პრეზიდენტის ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში - დონალდ ტრამპი
8 იანვარი, 2026 , 11:35
ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - მედია
6 იანვარი, 2026 , 12:31
ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები - დონალდ ტრამპი
6 იანვარი, 2026 , 10:39
მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა
6 იანვარი, 2026 , 09:00
ვენესუელელი ხალხის უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, დაცული უნდა იყოს - ევროკავშირი
5 იანვარი, 2026 , 14:56
კოლუმბიაც ძალიან ავადაა, მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის, დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას - დონალდ ტრამპი
5 იანვარი, 2026 , 09:20


