პოლიტიკა
სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება
დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მთავრობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარდგება, ანუ იმ მინისტრობის კანდიდატების ჩათვლით, რომლებიც სტუქტურული ცვლილებების განხორციელების შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან.
ამასთან, როგორც პრემიერობის კანდიდატმა განმარტა, სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც მთავრობის შემადგენლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება და კანონის დონეზე დამტკიცდება.
ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ,,განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან.“
მისივე თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, არამედ ეს უპირველესად გულისხმობს ეკონომიკაში ხარჯების წილს.
„მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯები ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3 %. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3, 9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა - 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე. მე მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა მიმართულებებით დაიხარჯება. ეს ჩვენი შეხედულებით, პირველ რიგში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

