არქივი
პოლიტიკა
სამინისტროების რაოდენობა 7-8 უწყებამდე უნდა შემცირდეს - „გირჩის“ ინიციატივა
პარტია „გირჩი“ მიესალმება გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას სამინისტროების 18-დან 14-მდე შემცირების შესახებ, თუმცა ითხოვს სამინისტროების დაყვანას 7-8 უწყებამდე. ამის შესახებ წერია „გირჩის“ ფეისბუკგვერდზე.
პარტიისთვის გაუგებარია, რატომ დარჩა სოფლის მეურნეობის ან ინფრასტრუქტურის სამინისტროები ცალკე სტრუქტურებად.
„გირჩის“ განმარტებით, მთავრობის ხარჯების მოცულობის შემცირება, რაც პირდაპირ არ უკავშირდება სამინისტროების შემცირებას, უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
„სამინისტროების რაოდენობის შემცირება ცალსახად არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
გირჩი, დაარსების დღიდან ითხოვს სამინისტროების რაოდენობის შემცირებას 7-8 სამინისტრომდე.
მნიშვნელოვანია, რომ კახა ბენდუქიძის შემდეგ ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედა ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება და პირიქით, წლების განმავლობაში სამინისტროების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა.
მხარჯველი სტრუქტურების შერწყმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს შეამცირებს მომავალში ბიუროკრატიის ზრდის არეალს.
ამ მხრივ, გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე ხელისუფლებამ დააანონსა. მაგალითად, გაუგებარია, რა ლოგიკით რჩება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცალკე სტრუქტურად, როცა ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება ეკონომიკის სამინისტროსთან. სოფლის მეურნეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკა? ან ტრანსპორტი? ან ტურიზმი? ან მრეწველობა? რატომ ვტოვებთ ცალკე უწყებად ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც შინაარსით ასევე ეკონომიკურია? საერთოდ, რა საჭიროა კულტურისა და სპორტის სამინისტრო? და ა.შ.
მაგრამ, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მთავრობის ზომის მაქსიმალურად შემცირება, ანუ მთავრობის ხარჯების მოცულობის შემცირება, რაც არ არის პირდაპირ კავშირში სამინისტროების რაოდენობასთან.
ამ მხრივ, ჯერჯერობით, არაფერი თქმულა.
შესაბამისად ჩვენ მივესალმებით დაანონსებულ სტრუქტურულ რეფორმას, ვფიქრობთ, სამინისტროების რიცხვის კიდევ უფრო შემცირება იოლად შესაძლებელია, მაგრამ დაველოდებით 2018 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტს, ვნახავთ, რამდენად აისახა ეს ცვლილებები ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ საბოლოო შეფასებას“, - წერია „გირჩის“ პოსტში.
სამინისტროების შემცირების შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

