არქივი
პოლიტიკა
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ვერ გაბედა, თქვას სიმართლე - მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი გაეცნო. დასკვნას უნდა დაედგინა თემირლან მაჩალიკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გასროლის მომენტში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ის დასკვნის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისივე განცხადებით, ეს დასკვნა განსხვავდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნისგან.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ცნობით, მათ მიერ საქმეში ჩართულმა ექსპერტებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაადგინეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს საწოლიდან თავი არ ჰქონდა წამოწეული, შესაბამისად, ის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.
„ხვალ ოფიციალურად გადმომეცემა დასკვნა და შევძლებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელია. სწორედ რა მოლოდინიც და ეჭვიც მქონდა მაღალი ალბათობით, ის გამართლდა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ვერ გაბედა, თქვას სიმართლე, ვინაიდან ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, დაადგინოს გარემოება, რომ თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული. ეს ვერ გაბედა. განსხვავებული პოზიცია რომ არსებობს ჩვენ მიერ მოწვეულ ექსპერტებს ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილსა და ბატონ ზაზა ალთუნაშვილს და სამხარაულის ექსპერტებს შორის, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერ გაბედეს, დაეწერათ სიმართლე. მე ქალბატონი მაიასა და ბატონი ზაზას პოზიცია ვიცი. ვესწრებოდი ექსპერტიზას. თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული, იგი იწვა. შესაბამისად, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ დასკვნაში წერია განსხვავებული პოზიცია, რაც გულისხმობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობას ვერ ადგენენ. მათ მოუწევთ არგუმენტებით ზუსტი განსაზღვრება, რატომ ვერ დაადგინეს. დეტალებს ხვალ გავარკვევთ, როდესაც გავეცნობი. ცხადია, ვერ გადმომეცემა დასკვნა. მე დღეს არ გამაჩნია დაზარალებულის სტატუსი. ფორმალურად ვარ მოსული. ერთი წელი გავიდა სპეცოპერაციის დღიდან და ამგვარი კიდევ ერთი უკანონობა და კიდევ ერთი ცუდი მოლოდინი, რომელიც მქონდა, გამართლდა. დღეს ასეთი სიურპრიზი გააკეთა სამხარაულის ბიურომ“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

