მსოფლიო
სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტს 24-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 24-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა 30-წლიან პატიმრობას ითხოვდა ბრალდებულისთვის.
გარდა ამისა, მას დაეკისრა ჯარიმა 16.9 მილიონი დოლარის ოდენობით.
კორეის ექს-პრეზიდენტი კორუფციული სკანდალის 18 ეპიზოდში იყო ბრალდებული, ასევე სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში, მათ შორის თავის დაქალთან. თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეამ პაკ კინ ჰეს სასიკვდილო განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა კიმ ჩენ ინზე თავდასხმის მდელობისთვის.
პოლიტიკური სკანდალი სამხრეთ კორეაში ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა საკაბელო არხ JTBC-ის ჟურნალისტებმა სეულის ერთ-ერთი სასტუმროს ნაგვის ყუთში იპოვეს პლანშეტი, რომელშიც აღმოაჩინეს 2012-2014 წლების 200 საიდუმლო დოკუმენტი.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი 2016 წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა. მაგრამ პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე ვერ აღძრა პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო. ის 2017 წლის 30 მარტს დააპატიმრეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

