უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2018 16:45
font-size

სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან - რევაზ არველაძე

როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

ის განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ სახელწოდებაში სიტყვა მეცნიერების ამოღების საკითხს გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ბატონო ირაკლი, მინდა, მოგმართოთ თქვენ და პატივცემულ კოლეგებს, რადგან, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა „მეცნიერების“ აზრი არ იციან, რა არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, არ იციან. მიდის ლაპარაკი – შიგნით ჩვენ გავითვალისწინებთ, პრიორიტეტად გვექნება და ა.შ. როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო, ეს არის ჯიბრში ჩადგომა, რომ სხვისი წინადადება არ მიიღო. მე ჯიბრში არ ჩავუდგები არავის, მხარს დავუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა მიმაჩნია, რომ არასწორია ამის არგათვალისწინება. გულით მინდა, რომ რეფორმებმა გამოიღოს შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ამას ჩვენი პარლამენტი დარჩენილი ორი წლის განმავლობაში დაინახავს და ღმერთმა ქნას, მართლა ასე იყოს, როგორც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა არველაძემ.

დეპუტატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ სამინისტროს დასახელებაში სიტყვა „მეცნიერების“ ჩაწერის მოთხოვნაზე განაცხადა, რომ დასახელება პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი, კონსულტაციები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მივიჩნევთ, რომ დასათაურებანი პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს. გაცხადებული იყო, რომ პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა მეცნიერება, განათლება, ყველა დარგი პრიორიტეტული არის მთავრობისთვის და შესაბამისად, კონკრეტულად ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც იქნა განცხადებული, იქნება კიდევ უფრო მეტი ყურადღება დათმობილი, როგორც ბიუჯეტის თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებითაც. ამიტომ, ვფიქრობთ, ის დასათაურება, რაც არის წარმოდგენილი, უნდა დარჩეს ამ სახით“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ