უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

სამტრედიის სავაგონო დეპოში დასაქმებული მუშაობის დროს გარდაიცვალა

სამტრედიის სავაგონო დეპოში დასაქმებული რ.თ, სამუშაო საათებში, საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დროს გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზელი გულის შეტევით გარდაიცვალა.

პროფკავშირის შრომის ინსპეტორები ფაქტს ადგილზე შეისწავლიან და უახლოეს დღეებში დადგინდება - დაედო თუ არა საფუძვლად უბედურ შემთხვევას შრომის პირობების დარღვევა და სავაგონო დეპოში არსებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი გარემო.

„რკინიგზაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მხრივ , რაზეც წელიწადნახევრის წინ ჩატარებული შრომის ინსპექციის დასკვნაც მოწმობს. სამწუხაროდ, ის, რეკომენდაციები, რაც გავეცით, საქართველოს რკინიგზის მიერ არ სრულდება. რაც შეეხება სამტრედიის სავაგონო დეპოს, იქ დარღვეულია ჰიგიენასთან, ხმაურთან და კონდიცირებასთან დაკავშირებული ნორმები. ბევრი სამუშაო, მათ შორის ვაგონის ბორბლების გადაზიდვა სრულდება ხელით. არსებულ შრომით პირობებს სისტემატურად იქ მომუშავე ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. აუცილებელია დადგინეს, გახდა თუ არა რკინიგზელის გარდაცვალების მიზეზი შრომის პირობები“, – ამბობს "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარე ილია ლეჟავა.

ამასთან, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, პრობლემებს ემატება ისიც, რომ 2016 წლიდან რკინიგზაში დასაქმებულებს სიცოცხლის დაზღვევა მოეხსნათ, რაც გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის 3000 ლარიანი კომპენსაციის გაცემას გულისხმობდა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ