უკან

კონფლიქტის ზონა

21 აგვისტო, 2024 12:20
font-size

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთისთვის არანაირი დახმარება არ მითხოვია - ასლან ბჟანია

21 ნოემბერი, 2024 , 10:18

აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. "არანაირი დახმარება არ მითხო

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს

15 ნოემბერი, 2024 , 16:36

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ. მანა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია -სუს-ი

30 სექტემბერი, 2024 , 18:37

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ი

ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

30 სექტემბერი, 2024 , 09:37

ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. ფილიას თქმით, ქარის გამო ხანძარი ვრცელდება

ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება - კონსტანტინ ზატულინი

24 სექტემბერი, 2024 , 15:37

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დათმობენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ამის შესახებ რუსულ გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს  რუსეთის დუმის დეპუტატმა და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამე

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

19 სექტემბერი, 2024 , 18:34

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. სუს-ის ცნობით, უკვე გაააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხე