უკან

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 12:50
font-size

საქართველო რობოტიქსის სფეროში იაპონიის გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში და ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებათა მუზეუმში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მაღალი ტექნოლოგიების, რობიტიქსის სფეროსა და მეცნიერების მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა ასოციაციის გენერალურ მდივანთან შიგეკაი იანისთან და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ჰიროში ფუჯივარასთან.

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას წარუდგინეს პრეზენტაცია რობოტიქსის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის, რობოტიქსის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები როგორც საწარმოო ასევე სამედიცინო და გარემოს დაცვის სფეროებში. ქართულმა მხარემ ასოციაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ და გამოთქვა დაინტერესება მომავალში გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიის მხარესთან ამ მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძემ რობოტიქსის ასოციაციის აღმასრულებელი დივანი ვიზიტით მოიწვია საქართველოში, თავის მხრივ იაპონურმა მხარემ შესთავაზა საქართველოს ეწვიოს ტოკიოს რობოტების საერთაშორისო გამოფენას 2017 წლის ნოემბერში, სადაც შეძლებს ადგილზე გაეცნოს რობოტიქის პროდუქციას და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებთან დაამყაროს პირდაპირი კავშირები.

ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებთა და ტექნოლოგიის მუზეუმში „მირაიკან“ შეხვედრა გაიმართა მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორთან მამურო მორისთან. მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრი მუზეუმის ფარგლებში აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. მამორუ მორიმ გამოთქვა დაინტერესება მუზეუმთან არსებული სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უმასპინძლოს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს, და ასევე მიიწვია ქართული მხარე ტოკიოში 2017 წელს დაგეგმილ სამეცნიერო ფორუმზე „SCWS 2017”.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საერთაშორისო კორპორაცია ჰიტაჩის, სადაც შეხვედრა გაიმართა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება - კახა კალაძე

14 დეკემბერი, 2024 , 19:38

მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა „დღეს 7 სა

და კვლავ „მთავარზე“: ნატო ჩხეიძე კორუფციის მკვლევარის სტატუსს ეხმაურება

14 დეკემბერი, 2024 , 16:50

კორუფცია გინდ ფინანსური იყოს და გინდ პოლიტიკური და გინდ ორივე ერთად, მის თვალს არ გამოეპარება, - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ქეთევან ენუქიძის სტატუსთან დაკავშირებით „აი, რას ნიშნავს პროფესიონალი!.. Ketevan Enu

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა

14 დეკემბერი, 2024 , 13:27

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო

მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე

14 დეკემბერი, 2024 , 11:46

პაატა ბურჭულაძე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად მსოფლიო ბანი ავრცელებს და წერს: "გუშინ მქონდა პატივი მიწვეული ვყოფილიყავი პრეზიდენტ დონ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

14 დეკემბერი, 2024 , 11:27

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კა

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან

14 დეკემბერი, 2024 , 08:26

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. მობილიზებულია ნიღბიანი პოლიციაც. თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები ჩააყენეს. ჯებირებია აღმართული  ნაძვის ხის წინ, რომლის ანთებასაც მე