პოლიტიკა
საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო შედის იმ ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედეგების შეჯამებისას.
პრემიერის თქმით, საქართველო სულ უფრო მეტი კომპანიის მიერ განიხილება, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში.
„გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ბიზნესთან. ყველა შეხვედრა იყო აბსოლუტურად კონკრეტული, ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენ მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ. ეს შედეგი იყო ძალიან ცხადი და აბსოლუტურად ყველა, ვისაც ჩვენ შევხვდით, დაინტერესებულია იმ კომბინაციით სავაჭრო ხელშეკრულებების, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან, სამეზობლოსთან და ჩინეთთან. საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა, ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ განიხილება, როგორც რეგიონული წარმომადგენლობის ადგილი სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან კარგი შედეგების მომტანია საქართველოსთვის და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი ფორუმი არ დასრულებულა კონკრეტული შედეგის გარეშე.
„დღეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ პრაქტიკული ნაყოფის მოკრეფა უნდა დავიწყოთ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან და დარწმუნებული ვარ, ამის შედეგებს ყველანი დავინახავთ“, - დასძინა პრემიერმა.
დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული პოლიტიკური შეხვედრებიდან გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან.
„ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა ენერგო ტრანზიტის პროექტებზე, ასევე, პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკითხს, როგორიც არის კასპიის რეგიონიდან ახალი გაზის ტრანზიტის პროექტები და პერსპექტივები. გვქონდა საუბარი ენერგოკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი ახალი ენერგორეგულაციებისა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ ამ მუშაობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

