უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2018 14:45
font-size

საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით პრემიერ-მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

“ტრადიციულად აქტიური, კულტურული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, შესანიშნავ ფონს ქმნის ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული გაფართოებული შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს.

„ისტორიულ-ტრადიციული და ამჟამინდელი ურთიერთობები მყარი საფუძველია ახალი და კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის. მოხარული ვარ, როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ისე ჩვენი კოლეგების უწყებათაშორისი კავშირებით. დარმწუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი,“- აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა, კარენ კარაპეტიანმა.

პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მზაობა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ არსებული, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ