არქივი
პოლიტიკა
საქართველო სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს - იზორია
სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მაგდერბურგში, საბრძოლო მომზადების ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო და გერმანელი გენერლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ მაღალი შეფასება მიიღო.
მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უვე ბეკერმა უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართველი ქვედანაყოფის მომზადების ეტაპები გააცნო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. მომზადება მექანიზებულ, ოცეულისა და ასეულის დონის სწავლებებს მოიცავდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა და მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ახლო მომავალში გამეგზავრება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს. დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

