პოლიტიკა
საქართველო - უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, ხელი მოეწერა არაერთ მემორანდუმს - ირაკლი კობახიძემ
საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პირადად ვიქტორ ორბანსა და უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
„საქართველო - უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის წლის წინ დაფუძნდა და გუშინ, ბუდაპეშტში, უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეული მიმართულებით, თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ასევე, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმს - ოთხი მიმართულებით, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე. რეალურად, განსახილველი საკითხები მოიცავდა ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. გვსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მდლობა უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და ამისთვის მადლობა პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის ხელისუფლებას. ყელაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორმხრივი კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს,“- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

