არქივი
საზოგადოება
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და „ისრაელის სახლმა“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის StopCoV ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხეს
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანიები და „ისრაელის სახლი“ საქართველოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCoV ფონდში 18.000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ.
ამასთან დაკავშირებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე განცხადებას ავრცელებს. “მედიანიუსი” მას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, რომლებიც წლებია ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობენ, კრიტიკულ ვითარებაში, როგორც ყოველთვის, მზად არიან მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ამ ურთულეს დროს, მსოფლიო პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა!
დღეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასაძლევად
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ვერ დარჩებიან ამ ყველაფრის მიღმა!
ამიტომ მე, იციკ მოშე ვაცხადებ, რომ:
საქართველო ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე, შეუნარჩუნებენ ხელფასებს და არ განახორციელებენ შემცირებებს; ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები;
ამასთან, ბიზნესპალატა ყველა, 30-ვე თანამშრომლით რამდენიმე დღეა გადავიდა ონლაინ მუშაობის პლატფორმაზე. ის თანამშრომლები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ მშენებლობებზე ან ეწევიან სხვა გადაუდებელ საქმიანობას, კომპანიის დაფინანსებით სრულად უზრუნველყოფილნი არიან პირბადეებით, ხელთათმანებით, სადიზენფექციო ხსნარებით და ყველა სხვა აუცილებელი საშუალებით. ობიექტებზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა!
ქართველ ჟურნალისტებს და ისრაელელი ინვესტორების მშენებარე ობიექტებს გადავცემთ ისრაელიდან ჩამოტანილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს.
„ისრაელის სახლი", საქართველო -ისრაელის ბიზნეს პალატა და მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში აგრძელებს მაღალი დონის სასტუმროს „ვინდამ ქოლექშენს“ მშენებლობას, მზად არიან, StopCoV ფონდში შეიტანონ 18.000 ლარი. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება.
„ისრაელის სახლი" და საქართველო -ისრაელის ბიზნეს პალატა სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ, აგრეთვე, ისრაელში მედიის წარმომადგენლებს.
დღეს ისრაელს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს ჰყავთ საერთო, ვერაგი მტერი და მას ჩვენ საერთო ძალისხმევით, ურთიერთთანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ!“, - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
19 ნოემბერი, 2025 , 08:47
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47

