უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 თებერვალი, 2017 15:25
font-size

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტრასბურგში ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა გააპროტესტა

დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შესასვლელთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართველი ადვოკატების დევნა გააპროტესტა, - აცნობეს მედიანიუსს ადვოკატთა ასოციაციიდან.

ზაზა ხატიაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დევნილების დაფაზე პოლიტიკური პატიმარი ადვოკატების ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას სურათები გააკრა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტპატიმარი ადვოკატების ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას სურათები მათ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებამდე სტრასბურგში დარჩება როგორც ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური რეჟიმის სიბმოლო. როგორც სიმბოლო, პროკურატურის დანაშაულებრივი უმოქმედობისა, როგორც სიმბოლო, „მურუსიძეების“ სასამართლოსი.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, 62 წლის პენსიონერ ქალბატონზე, ადვოკატზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც დღეში ორი სასამართლო პროცესი აქვს, ეს არის უზნეობის, უკანონობის და სიბინძურის დემონსტრირება. ადვოკატებთან ამგვარი მოპყრობა დამახასიათებელია ავტოკრატიული, ფეოდალური რეჟიმებისთვის საითკენაც მიგვაქანებს ბიძინა ივანიშვილი.

ზაზა ხატიაშვილმა პოლიტიკური დევნილების დაფაზე გააკრა ადვოკატების გიორგი მდინარაძის, ალქსანდრე ფირცხალაიშვილის, მუხან ღურწკაიას სურათები, რომლებიც საქართველოში გამეფებული პოლიციური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მომდევნო აქციას 24 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში ევროპის ადვოკათა ასოციაციის პრეზიდენტების შეკრებაზე გამართავს.

საკვანძო სიტყვები:

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა