უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 დეკემბერი, 2025 16:57
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი მხარდამჭერი, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “ტურინვესტ ჯგუფმა” ბათუმში, Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო - Hampton by Hilton Batumi Center გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 16 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობას და მის სრულად აღჭურვას მოხმარდა.

Hampton by Hilton Batumi Center ბათუმში, რუსთაველის #20-ში მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არის ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რესტორნებთან და გასართობ ობიექტებთან, რაც მას კომფორტულს ხდის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის. სასტუმრო 8 სართულიანია და ჯამში 143 ნომერს აერთიანებს.

„ჩვენი ჯგუფის მიზანია ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება დავნერგოთ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Hampton by Hilton - ის აჭარის რეგიონში შემოყვანა. ეს არის Hampton - ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაიხსნა. აქ მოსულ სტუმრებს მაღალი ხარისხის სერვისს, თანამედროვე დიზაინის ნომრებს და იმ კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ, რომელიც Hampton by Hilton-ის ბრენდისთვის გლობალურად არის დამახასიათებელი“, – განაცხადა ანა ჩხაიძემ, Hampton by Hilton Batumi Center-ის გენერალურმა მენეჯერმა.

„საქართველოს ბანკისთვის პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესებს, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სფეროებს უკავია. ბანკს და „ტურინვესტ ჯგუფს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Hampton - ის შემოსვლას შევუწყვეთ ხელი და ბათუმში Hampton by Hilton - ის პირველი სასტუმრო გაიხსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი ნარსიამ.

ინფორმაციისთვის, Hampton by Hilton Batumi Center-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ Hilton Honors-ის ლოიალობის პროგრამით. მის ფარგლებში, იმ მომხმარებლებს, რომლებიც Hilton-ის ჯგუფში შემავალ სასტუმროებს პირდაპირ, ოფიციალური არხებით დაჯავშნიან, შესაძლებლობა აქვთ დააგროვონ ქულები, ისარგებლონ სხვადასხვა ნომრის წინასწარი შერჩევის შესაძლებლობითა და სპეციალური ფასდაკლებებით.

Hampton by Hilton Batumi Center - ის შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ stories.hilton.com - ზე.

ნომრის დასაჯავშნად კი ეწვიეთ ბმულს ან დარეკეთ ნომერზე +995 422 22 20 20.

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2025 , 09:03

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კ

ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

26 დეკემბერი, 2025 , 17:18

2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

26 დეკემბერი, 2025 , 10:44

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ც

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება

20 დეკემბერი, 2025 , 11:41

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა

18 დეკემბერი, 2025 , 14:28

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა. "სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსუ