უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 იანვარი, 2019 16:45
font-size

,,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ „თიბისი ბანკის“ გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მისი წევრი კომპანიის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტული კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მისი წევრი კომპანიის - „თიბისი ბანკის“ გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერ სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტულ კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. „კულუარებიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის აგორების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში.

„თიბისი ბანკი“, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.

ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით“, - ნათქვამია „ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

29 სექტემბერი, 2025 , 16:59

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტ

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - თსუ-თან სტუდენტებმა ბანერი გამოფინეს

29 სექტემბერი, 2025 , 16:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტურმა მოძრაობა “თავისუფალი აუდიტორიის” წევრებმა ბანერი გადმოფინეს. ამით მათ სინდისის პატიმრებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. მთავარ ბანერზე, რომელიც პირველი კორპუსის შ

საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნებანკში გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო

29 სექტემბერი, 2025 , 16:20

მომხმარებელთა წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკსა და მობილბანკში 29 სექტემბრიდან გაორმაგებული გზავნილების აქცია იწყება. აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ გაანაღდოთ გზავნილი უფასოდ, საქა