მსოფლიო
საქართველოს ელჩი კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ტორონტოში მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების საერთაშორისო გამოფენის (PDAC) ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის სააგენტოს თავმჯდომარე მაია ზავრაშვილი ტორონტოსა და ვანკუვერში ბაზირებულ კანადურ სამთო მომპოვებელ კომპანიების "ალამოს გოლდ”, "სენტერა გოლდ" და "ალტაირ" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ელჩმა კომპნანიების წარმომადგენლებს გააცნო პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის და დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს კონსტანტინე ქავთარაძემ მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის შესახებ.
შეხვედრაზე წიაღის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში სამთო მოპოვების სფეროში არსებულ რეგულაციებსა და საქმიანობის ძირითადიმიმართულებების შესახებ.
მან კომპანიებს გადასცა წიაღისეულის მოპოვების სფეროში საქართველოს პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები.
საკვანძო სიტყვები:
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


