უახლესი ამბები
- 14.11.2024 21:40დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები - გენერალური პროკურატურა
- 14.11.2024 19:47რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? - ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
- 14.11.2024 19:39ორპარტიულ კანონპროექტს, `ქართველი ხალხის აქტს` 10 ახალი მხარდამჭერი ჰყავს
- 14.11.2024 16:28500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ზე მიიღეს მონაწილეობა
- 14.11.2024 16:15საქართველოს პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა - გიორგი გახარია
- 14.11.2024 15:59`დაიბრუნე ხმა` – კვირას, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
- 14.11.2024 15:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება
- 14.11.2024 12:04სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა დაიწყო
- 14.11.2024 11:54რესპუბლიკის მოედანზე საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
არქივი
საზოგადოება
საქართველოს ფიფა-ს პრეზიდენტი ესტუმრა
საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ეწვია. დელეგაციის წევრებს შორისაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იური ჯორკაეფი. სტუმრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ისინი ყოფილი „ავაზას“ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც დიღმის საფეხბურთო ცენტრი სწორედ ფიფა-ს თანადაფინანსებით შენდება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი მათ ქართული მედიის შეკითხვებს უპასუხეს.
ჯანი ინფანტინოს განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „ზუსტად იცის, როგრო დახარჯოს ის თანხა, რომელსაც მას ფიფა და უეფა უგზავნიან.“
„საქართველოს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაც შეუძლია, რაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებამ დაადასტურა“, - აღნიშნა ჯანი ინფანტინომ.
იური ჯორკაეფის მოსაზრებით, ფიფა-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფეხბურთი კიდევ ერთ, საქართველოსთანა პატარა ქვეყანაში ვითარდება.
„თქვენ მსოფლიოს ქართველი ფეხბურთელები, ქართული მენტალობა და ქართველი გულშემატკივრები გააცანით. ამით კი „ევრო-2024-ზე“ გერმანიაში ყველასათვის კარგი გარემო შექმენით“, - აღნიშნა იური ჯორკაეფმა.
მისივე თქმით, საქართველოში პირველად იმყოფება და აქ სტუმრობით მოხარულია.
„მართალია, ფრანგი ვარ, საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ ჩემი ფესვები სომხეთიდანაა. საქართველო და სომხეთი კი მოძმე ერები არიან“, - აცხადებს იური ჯორკაეფი.
ფიფა-ს ხელმძღვანელობა ქართულ ფეხბურთს დახმარებას სამომავლოდაც ჰპირდება.