არქივი
პოლიტიკა
საქართველოს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი ეწვია
საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი, დიტერ შიურმანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შსს-ს ცნობით, გერმანიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.
მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს ნაყოფიერ საქმიანობას, რომელიც ფედერალურ კრიმინალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
საქართველოს შს მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე იქნა გამოძიებული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარე საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერის წარგზავნას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას.
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტები, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

