უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2018 17:35
font-size

საქართველოს მთავრობის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრებისა და მათი მოადგილეების) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში.

„კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არაზუსტად აქვთ მითითებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.


კვლევაში ასევე არის მითითებული მთავრობის იმ წევრთა ბიზნესები, რომლებიც საწარმოებში წილს ჯერ კიდევ ფლობენ და არც გაჩუქებული აქვთ და არც სამართავად აქვთ სხვა პირისთვის გადაცემული. ამ პირთა შორის არიან:

- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს. კერძოდ, ნინუას ეკუთვნის შპს „ქართული ვენახის” 25%-იანი; შპს „ქართული ბაღის” 33%-იანი და შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპის” 35%-იანი წილები.

- ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასევე წინა თვიდან იკავებს, თუმცა, მანამდე უწყებაში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული არც ხვთისიაშვილს არ აქვს.

- ფინანასთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე შპს „მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 4 კომპანიის მეწილეა, რომლებშიც დირექტორის პოსტი მან დატოვა, თუმცა ცვლილებების რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან წარდგენილ დოკუმენტებში საჯარო რეესტრმა ხარვეზი დაადგინა.

კვლევის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ოჯახი. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, თვითონ, მისი მეუღლე და მისი არასრულწლოვანი შვილი წილებს ფლობენ სხვადასხვა კომპანიაში.

რაც შეეხება თავად მინისტრის მოადგილეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი შპს „ჰელსი ფუდში” დირექტორის პოსტს იკავებს და მისი წილი მართვის უფლებით გადაცემული არაა. ასევე, შპს „ჩხავერში" გიორგი ხანიშვილის წილის მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არაა და ამ კომპანიაში 50%-იან წილის ფლობა არც მის ქონებრივ დეკლარაციაშია შეტანილი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი დირექტორად ფიგურირებს შპს „დავით საჯარიშვილი ალკოში.” ყველა ეს შემთხვევა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა.

„ამასთან ერთად, მინისტრის მოადგილეს, შპს „აგრო - 1959” ბოლო დეკლარაციაში თავისი შვილის სახელით აქვს დეკლარირებული. თუმცა, სამეწარმეო რეესტრში მისი შვილის ნაცვლად თავად გიორგი ხანიშვილის სახელი ფიქსირდება. კომპანიის დაარსებიდან, მისი 100%-იანი წილის მფლობელი (გიორგი ხანიშვილი) არ შეცვლილა. თუმცა, ამჟამად წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილია მითითებული.

ასეთივე სიტუაციაა შპს „ლანჩ თაიმის” შემთხვევაშიც, რომელიც გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში შვილის სახელზე აქვს მითითებული (25%), მაგრამ რეესტრში მფლობელად მისი, ხოლო წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილის სახელი ფიგურირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი 15 წლის შვილი გიორგი ხანიშვილი 40%-იან წილს ფლობდა შპს „ლ.ბ. ინვესტ–ჯგუფში”, საიდანაც მას 2016 წელს შემოსავლის სახით 354 900 ლარი ჰქონდა მიღებული. თუმცა, როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ვგებულობთ, ამ კომპანიის მეწილე არასდროს ყოფილა მინისტრის მოადგილის შვილი. 2017 წლის 6 ივლისამდე 40%-იან წილს კომპანიაში თავად გიორგი ხანიშვილი ფლობდა, ხოლო იმავე წლის 25 აგვისტოდან კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი მისი ბიზნეს პარტნიორი ვასილ ხანიშვილია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა შვილის სახელზე დეკლარირებული შემოსავალი იმ კომპანიიდან, რომლის მფლობელიც თავად იყო“,-აღნიშნულია კვლევაში.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი