არქივი
პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას - დავით ზალკალიანი
ძლიერი საქართველო ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას, რომლის თქმითაც, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას თავისი შედეგები მოჰყვება“.
„ჩვენთვის მსგავსი განცხადება ახალი არ არის. საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დინამიკასთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი სახის განცხადებები კეთდება. ჩვენ იმ კურსს ვაგრძელებთ, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული და ხალხის არჩევანია. სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ის ნაბიჯები, რომელიც შეჯერებულია და რაც ნატო-ს სამიტის ბოლო გადაწყვეტილებებში აისახა ჩვენი ნაბიჯები მომავალშიც ამ მიმართულებით გაგრძელებული იქნება.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დემოკრატიულ სფეროში რეფორმებს და საერთოდ ქვეყნის გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ ძლიერი საქართველო, ქვეყანა რომელსაც თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ აქვს ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესში უნდა იყოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

