უკან

პოლიტიკა

13 მაისი, 2020 10:25
font-size

საქართველოს პარლამენტს „შრომის კოდექსში“ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს „შრომის კოდექსში“ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა. ცვლილებები ერთობლივად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა წარადგინეს. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

პროექტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, ინიციატორები კი, მასთან ერთად არიან სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებებით რეგულირდება აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომითსამართლებრივი საკითხები. კერძოდ, ინიციატორების განმარტებით, ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებად შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.

„კანონპროექტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესება, ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება. წარმოდგენილი ნორმები ძირითადად გამომდინარეობს სამუშაო დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის 2003/88/EC დირექტივიდან“, – აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, კანონპროექტი მოიცავს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, (მათ შორის მამებისთვის) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას.

საქართველო კორუფციის ნაკლებობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, კორუფციის სიდიდით კი, პირველ-მეორე ადგილზე უკრაინა და მოლდოვა არიან, ეს რეალობაა - ირაკლი ქადაგიშვილი

16 იანვარი, 2026 , 13:30

დღევანდელი კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია კორუფციის ნაკლებობით და პირველ ადგილზე ვინ არის? – ყველაზე უფრო განვითარებული ქ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

16 იანვარი, 2026 , 12:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარასელია, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ალან პარსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქ

ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება

16 იანვარი, 2026 , 12:12

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას  BM.GE  ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე

ამერიკის მიგრაციის პოლიტიკა არის ამერიკის შიდა საკითხი, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში - შალვა პაპუაშვილი

15 იანვარი, 2026 , 16:19

ეს არის აშშ-ის შიდაპოლიტიკური ნაწილი, ის, რაზეც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, დიდი ხანია, საუბრობს და ამ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკული მიდგომა არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ ჩვენი მოქალაქეები გ

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს

15 იანვარი, 2026 , 15:08

„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მი

საქართველოში აშშ-ის საელჩო საიმიგრაციო ვიზებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

15 იანვარი, 2026 , 12:34

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო&