არქივი
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რევაზ ადამია, გიორგი ბურდული და ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
„მინდა აღვნიშნო ამ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენთან ერთად აღარ არიან. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ დიპლომატიას. ეს ხდებოდა რთულ დროს, ისეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრი რამ ქვეყნის შიგნით არ იყო გადაწყვეტილი. ძალიან ბევრი პრობლემა, ფაქტობრივად, თბილისის ქუჩებში იყო თავმოყრილი, მაგრამ ქართული სახელმწიფო ხედავდა თავის პრიორიტეტებს და ამ ადამიანებთან ერთად ახორციელებდა იმ უმნიშვნელოვანესი სამსახურის გაძლიერებას და განმტკიცებას, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დიპლომატების ოჯახის წევრებს დღეს პრეზიდენტის სასახლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებთან შეხვედრისას გადასცა. სტუდენტებთან შეხვედრა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

