მსოფლიო
საქართველოსა და უკრაინის ადგილი ევროკავშირსა და ნატოში არაა - ფრანსუა ფიონი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიონი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის ადგილი ევროკავშირსა და ნატოში არაა. ამის შესახებ მან გამოცემა ლე მონდთან ინტერვიუში განაცხადა.
ფიონის აზრით, უპასუხისმგებლოა იმ პოლიტიკოსების განცხადებები, ვისაც საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურთ.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ევროპის მომავლისთვის აუცილებელია რუსეთთან უერთიერთობების აღდგენა, რადგან „ეკონომიკური სანქციებით მისი გატეხვა შეუძლებელია“.
ფიონის აზრით, უნდა შეიქმნას ევროპის თავდაცვის ალიანსიც, რადგან „აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მართავს ნატოს, არ წარმოადგენს გამოსავალს ისლამური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართება - 23 აპრილსა და 7 მაისს. ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ფრანსუა ფიონი წინ უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს, პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს, მარინ ლე პენს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

