უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2019 13:05
font-size

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება.

როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, მმართველი გუნდის რიგებს დეპუტატები სავარაუდოდ მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში დატოვებენ.

„გადაწყვეტილებები რამდენად ადეკვატური იქნება, ამის მიხედვით იმოქმედებენ ადამიანები, უმრავლესობაში დარჩებიან თუ არა. შვიდი დეპუტატის გამოსვლის შემდეგ უმცირესობა დაიშლება, რადგან უმცირესობაში მყოფი დეპუტატების რაოდენობა უმცირესობის გარეთ მყოფთა რაოდენობას გადააჭარბებს. ახალი უმცირესობის შექმნის საშუალებაც იქნება. ბევრი სხვადასხვა შეხედულების ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფრაქცია შექმნას, მაგრამ ახალ უმცირესობაში გაერთიანდნენ. ეს იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალი უმცირესობის შესაქმნელად. ქვეყანაში ალტერნატიულ ძალას ითხოვენ და ეს რეალურია საპარლამენტო ცხოვრებაში”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამ დროისთვის „ევროპული საქართველო“ პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს; უმრავლესობას – 115 კანონმდებელი ჰყავს; უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ, კერძოდ ექვს-ექვსი დეპუტატია ორ ფრაქციაში – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსში“, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია – ნატო ჩხეიძე და მამუკა ჩიქოვანი.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, უმცირესობის გარეთ 21 დეპუტატი იქნება, უმცირესობაში კი 20 პარლამენტარია. საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში საკითხების განხილვისას ეთმობა მეტი დრო, ჰყავს აპარატი, მოქმედებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობაც. - წერს „პირველი არხი“.

საკვანძო სიტყვები:

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ

დღეს `ქართული ოცნების` პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 10:13

დღეს, "ქართული ოცნების" გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფისში, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 11 საათზე დაიწყება. კონკრეტულად რა თემები განიხილება შეხვედრაზე - ამ დროისთვის, არ სახელდება. დეტალები სხდომის დასრულებ

ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას პარლამენტში, ამიტომ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს - შალვა პაპუაშვილი

21 ნოემბერი, 2024 , 09:17

ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში გ

პრეზიდენტმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემური საარჩევნო დარღვევების საკითხი განიხილა -პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 ნოემბერი, 2024 , 20:23

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლე