უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2024 16:07
font-size

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას.

აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვენ.

“19 ნოემბერს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი თანამებრძოლები დააკავა, მათ შორის ერთ-ერთს 7 წლიანი სასჯელით ემუქრებიან.

დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი არჩევნების დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას," - წერია განცხადებაში.

გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

20 ნოემბერი, 2024 , 09:41

მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ