უკან

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია - ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ლონდონში, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე სესიის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის კომენტარსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დემოკრატიული სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებამ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ კვირას საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში." - აღნიშნა დანკანმა.

საკუთარ გამოსვლაში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებს და მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმას, რომელიც, მისი განცხადებით ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენ ახლოდან ვადევნებდით თვალყურს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმებს, მხარს ვუჭერთ ქვეყანას კონსენსუსის მიღწევასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში. ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ოთხ პუნქტიან რეფორმის გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის განვითარებას, ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას. „კარგი მმართველობის ფონდის“ დახმარებით, გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მსხვილი ინვესტიციები საქართველოში, რაც ემსახურებოდა პრაქტიკული დახმარების გაწევას, მათ შორის საჯარო ადმინისტრირების, კრიზისის მართვისა და საგადასახადო რეფორმის სფეროში“ - განაცხადა სერ ალან დანკანმა.

ლონდონში დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული უორდროპის დიალოგის 4-ე შეხვედრა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პა

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.