უკან

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2025 17:00
font-size

საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან - ევროკომისიის პრესსპიკერი

საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, შეშფოთებული ვართ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზისგან დაშორებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიუმ მეღსიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში რატომ არ ჩადის ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში, მეღსიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ტურნე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში განიხილება, საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროკომისიის პოზიცია ცნობილია.

მეღსის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია.

„უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრებ ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს, რეალურად, უნდა განიხილებოდეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისარი კოსი ამიტომაც ჩადის რეგიონში. კოსი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული სამშვიდობო პროცესის და სრული რეგიონული ნორმალიზაციის. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და, უფრო კონკრეტულად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენი დაკავშირებადობის დღის წესრიგის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან“, – თქვა გიუმ მეღსიმ.

ცნობისთვის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს აზერბაიჯანში ჩავიდა, ის უკვე მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. კოსი ასევე სომხეთში ჩასვლასაც აპირებს.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:52

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდ

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:37

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:25

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მი