სამართალი
სასამართლო ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზევე იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე აღნიშნულ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს.
ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თ.ბ.-სთვისაც.
ცნობისათვის, ვეფხია ბაქრაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს 15 აპრილს ბრალი დაუმძიმდა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

